იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ივ 16


ფსალმუნი რი 110
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.
  2. დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;
  3. აღსაარებულ და დიდადშუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე.
  4. საჴსენებელი-ყო საკჳრველებითა მისთაჲ, მოწყალე და შემწყნარებელ - უფალი.
  5. საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თჳსისაჲ.
  6. და ძალი საქმეთა თჳსთაჲ უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთაჲ.
  7. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვაჲ; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,
  8. განმტკიცებულ არიან უკუნითი-უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.
  9. ჴსნაჲ მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაჲ თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.
  10. დასაბამი სიბრძნისაჲ - შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმისყოფაჲ კეთილი - ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი-უკუნისამდე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო