იულიუსის კალენდრით: 27 სექ. 2024 წ. |
✠ ხუთშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ოქტ. 2024 წ. |
კანონი ივ 16
ფსალმუნი რიზ 117
ალელუაჲ
- აღუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
- თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
- თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
- თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ; რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
- ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.
- უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
- უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.
- კეთილ არს მოსავყოფაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავყოფაჲ კაცისა მიმართ;
- კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ.
- ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
- გარემომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;
- მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ;
- მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე.
- ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
- ჴმაჲ სიხარულისაჲ და ცხორებისაჲ საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი,
- მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.
- არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისინი.
- სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.
- განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აღუვარო უფალსა.
- ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენან მას შინა.
- აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
- ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;
- უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
- ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
- ჵ უფალო, მაცხოვნე მე, ჵ უფალო, წარმიმართე მე.
- კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა.
- ღმერთი - უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.
- ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
- აღუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
დიდებაჲ
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად