იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი იზ 17


ფსალმუნი რიჱ 118
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
  2. ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
  3. რამეთუ არა მოქმედნი უშჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
  4. შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
  5. წარ-თუმცა-მართებელ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა,
  6. მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.
  7. აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაჲთა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
  8. სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
  9. რაჲთა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაჲ თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
  10. ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
  11. გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაჲთა არა შეგცოდო შენ.
  12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
  13. ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
  14. გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
  15. მცნებათა შენთა გულს-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.
  16. სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაჲ შენი.
  17. მომაგე მონასა შენსა, ვცხოვნდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
  18. განანათლენ თუალნი ჩემნი და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი.
  19. მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
  20. სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
  21. შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
  22. მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
  23. და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონაჲ შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
  24. და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
  25. მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
  26. გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
  27. გზაჲ სიმართლეთა შენთაჲ გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა.
  28. მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა.
  29. გზაჲ სიცრუვისაჲ განმაშორე ჩემგან და შჯულითა შენითა შემიწყალე მე.
  30. გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
  31. შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე.
  32. გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
  33. შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.
  34. გულისჴმა-მიყავ მე, და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
  35. მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
  36. მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
  37. მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.
  38. დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან.
  39. მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
  40. ესერა გულმან-მითქუა მცნებათა შენთაჲ; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
  41. და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა.
  42. და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
  43. და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
  44. და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.
  45. და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
  46. და ვიტყოდე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა.
  47. და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.
  48. და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.
  49. მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
  50. ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
  51. ამპარტავანნი უშჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან არა გარდავაქციე.
  52. მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
  53. ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი.
  54. საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
  55. მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი.
  56. ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
  57. ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რაჲთა ვიმარხო შჯული შენი.
  58. ვჰლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა.
  59. განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა.
  60. განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
  61. საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
  62. შუაღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
  63. შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
  64. წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაჲ; სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
  65. სიტკბოებაჲ ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა.
  66. სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
  67. პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვსცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე.
  68. ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
  69. განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაჲ, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
  70. შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე.
  71. კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაჲთა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
  72. კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისაჲ უფროჲს ათასეულისა ოქროჲსა და ვეცხლისა.
დიდებაჲ
  1. ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
  2. მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ
  3. გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტად დამამდაბლე მე.
  4. იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინისმცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა მონისა შენისა [მიმართ].
  5. მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
  6. ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უშჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულს-ვეტყოდი მცნებათა შენთა.
  7. მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
  8. იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაჲთა არა მრცხუენეს მე.
  9. მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
  10. მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?
  11. რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
  12. რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
  13. მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, არამედ არა იყო ვითარ შჯული შენი, უფალო.
  14. ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.
  15. წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
  16. წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
  17. უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა.
  18. და ნათესავითი-ნათესავამდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანაჲ და ჰგიეს.
  19. ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
  20. არათუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
  21. უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
  22. შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
  23. მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ.
  24. ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად.
  25. რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
  26. უფროჲს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
  27. უფროჲს ყოველთა მასწავლელთა ჩემთაჲსა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
  28. უფროჲს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
  29. ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რაჲთა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
  30. სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ შჯულიერ მყავ მე.
  31. რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა!
  32. მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ.
  33. სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა.
  34. ვფუცე და დავამტკიცე, რაჲთა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
  35. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
  36. ნებსითი პირისა ჩემისაჲ სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
  37. სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
  38. დამირწყეს მე ცოდვილთა მახე და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
  39. დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
  40. მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთჳს მოსაგებელისა.
  41. უშჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
  42. შემწე და ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
  43. მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
  44. შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
  45. შემეწიე მე, და ვცხოვნდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
  46. შეურაცხ-ყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
  47. გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი.
  48. განმშჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
  49. ვყავ განკითხვაჲ და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
  50. შემიწყნარე მონაჲ შენი კეთილსა შინა და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
  51. მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
  52. ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
  53. მონაჲ შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი.
  54. ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი.
  55. ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა;
  56. ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ მოვიძულე.
  57. საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
  58. განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთაჲ განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა.
  59. პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.
დიდებაჲ
  1. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა.
  2. სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაჲ.
  3. მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.
  4. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
  5. ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი.
  6. მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
  7. ამცენ სიმართლე წამებათა შენთაჲ, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
  8. განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა.
  9. გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
  10. ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
  11. სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი - ჭეშმარიტ.
  12. ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
  13. სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე.
  14. ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
  15. ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.
  16. აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
  17. აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
  18. ჴმისა ჩემისაჲ ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
  19. მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უშჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს.
  20. ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
  21. დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
  22. იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე.
  23. საჯე შჯაჲ ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე.
  24. შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.
  25. წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
  26. მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
  27. ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს.
  28. იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
  29. დასაბამი სიტყუათა მათ შენთაჲ ჭეშმარიტება არს, და უკუნისამდე - ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
  30. მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.
  31. ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი.
  32. ცოდვაჲ მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
  33. შჳდგზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
  34. მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
  35. ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
  36. დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
  37. დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
  38. მიეახლენ ლოცვაჲ ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე.
  39. შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე.
  40. აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
  41. თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
  42. იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
  43. მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა
  44. ცხოვნდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.
  45. შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონაჲ შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო