იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ით 19


ფსალმუნი რლდ 134
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,
  2. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
  3. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
  4. რამეთუ იაკობ თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაელი - საბრძანებელად თჳსად.
  5. რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროჲს ყოველთა ღმერთთა;
  6. ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
  7. აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;
  8. რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;
  9. გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
  10. რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:
  11. სეონ, მეფე ამორეველთაჲ და ოგ, მეფე ბასანისაჲ და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
  12. და მისცა ქუეყანაჲ მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაელსა, ერსა თჳსსა.
  13. უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი-თესლადმდე.
  14. რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნეს.
  15. კერპნი წარმართთანი ოქროჲსანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი.
  16. პირ ათქს, და არა იტყჳან; თუალ ასხენ და არა ხედვენ,
  17. ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
  18. ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.
  19. სახლი ისრაელისაჲ აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,
  20. სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
  21. კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალემს.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო