იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ით 19


ფსალმუნი რლე 135
ალელუაჲ
ფსალმუნი
  1. აღუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  2. აღუვარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  3. აღუვარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  4. რომელმან ქმნნა საკჳრველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  5. რომელმან ქმნნა ცანი გულისჴმისყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  6. რომელმან დაამტკიცა ქუეყანაჲ წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  7. რომელმან ქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  8. მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  9. მთოვარე და ვარსკულავები ჴელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  10. რომელმან დასცა ეგჳპტე პირმშოჲთურთ თჳსით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  11. და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  12. ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  13. რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  14. და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  15. და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  16. რომელმან განიყვანა ერი თჳსი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  17. რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  18. და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი:
  19. სეონ, მეფე ამორეველთაჲ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  20. და ოგ, მეფე ბასანისაჲ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  21. და მისცა ქუეყანაჲ მათი სამკჳდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  22. სამკჳდრებელად ისრაელსა, მონასა თჳსსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი;
  23. რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიჴსენნა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  24. და მიჴსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
  25. რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
  26. აღუვარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო