იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ით 19


ფსალმუნი რლთ 139
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,
  2. რომელთა ზრახეს უშჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;
  3. აღილესენ ენაჲ მათი ვითარცა გუელისაჲ, და გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა.
  4. მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთაჲ;
  5. დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოჲს ალაგთა საცთური დამიდგეს მე.
  6. ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ.
  7. უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.
  8. ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.
  9. თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.
  10. დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ.
  11. კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა. კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად.
  12. უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაჲ და სამართალი დავრდომილთაჲ.
  13. ხოლო მართალთა აღუვარონ სახელსა შენსა და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო