იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ბ 2


ფსალმუნი ი 10
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი?
  2. რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაჲთამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა.
  3. რამეთუ რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?
  4. უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
  5. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოჲ, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თჳსი.
  6. წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული გრიგალისაჲ - ნაწილი სასუმელისა მათისაჲ.
  7. რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო