იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ბ 2


ფსალმუნი ია 11
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
  2. ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუასისა მიმართ თჳსისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
  3. აღჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკვარნი და ენაჲ დიდადმეტყუელი,
  4. რომელთა თქუეს: ენაჲ ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
  5. ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულთქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა.
  6. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდწილად.
  7. შენ, უფალო, მიცვნე ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
  8. გარემოჲს უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო