იულიუსის კალენდრით: 28 მაი. 2023 წ. |
✠ შაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ივნ. 2023 წ. |
კანონი ბ 2
ფსალმუნი იგ 13
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

- თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ.
- უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისჴმისმყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
- ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე.
- არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს.
- მუნ შეეშინა შიში, სადა არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა.
- ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
- ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისაჲ, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
დიდებაჲ
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად