იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ბ 2


ფსალმუნი ივ 16
ლოცვაჲ დავითისი
ფსალმუნი
  1. ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ღოცვისა ჩემისაჲ არა ბაგეთაგან ზაკულთა.
  2. პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ;
  3. გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
  4. რაჲთა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთაჲსა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
  5. დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაჲთა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
  6. მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაჲ.
  7. საკჳრველ ყავ წყალობაჲ შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
  8. დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
  9. პირისაგან უღმრთოთაჲსა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს
  10. და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
  11. განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
  12. შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, იყოფებინ რაჲ ფარულთა.
  13. აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენი
  14. მტერთაგან ჴელისა შენისათა. უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, გoნძღეს შვილებითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
  15. ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო