იულიუსის კალენდრით:
5 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
18 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი კ 20


ფსალმუნი რმგ 143
ფსალმუნი დავითისი, გოლიათისთჳს
ფსალმუნი
  1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაჲ.
  2. წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.
  3. უფალო, რაჲ არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ შეჰრაცხე იგი?
  4. კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ.
  5. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ; შეახე მთათა და კუმოდიან.
  6. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი.
  7. გამოავლინე ჴელი შენი მაღლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთაჲსა,
  8. რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.
  9. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაჲთა გიგალობდე შენ,
  10. რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა დავით, მონაჲ თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა.
  11. მიჴსენ და განმარინე მე ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთაჲსა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.
  12. რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაჲ ტაძრისაჲ, საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას,
  13. ცხოვარნი მათნი მრავლისმშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა,
  14. და ზროხანი მათნი ზრქელ არიან, არა არს დაცემაჲ ზღუდისაჲ, არცა განსავალ, არცა ღაღადებაჲ უბნებსა მათსა.
  15. ჰნატრეს ერსა მას, რომლისა-ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო