იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი კ 20


ფსალმუნი რმდ 144
ქებისათჳს დავითისა
ფსალმუნი
  1. აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.
  2. ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.
  3. დიდ ხარ უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაჲ არა არს დასასრულ.
  4. ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.
  5. დიდადშუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ.
  6. და ძალი საშინელებათა შენთაჲ თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ.
  7. ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისაჲ აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.
  8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდადმოწყალე.
  9. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
  10. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.
  11. დიდებაჲ სუფევისა შენისაჲ წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან
  12. უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდადშუენიერებისა სუფევისა შენისაჲ.
  13. სუფევაჲ შენი სუფევაჲ არს ყოველთა საუკუნეთაჲ, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
  14. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღჰმართნის ყოველნი დაცემულნი.
  15. თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
  16. აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.
  17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
  18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.
  19. ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს და ვედრებისა მათისაჲ შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი.
  20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.
  21. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო