იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი კ 20


ფსალმუნი რმე 145
ალელუაჲ, ანგეაჲსი და ზაქარიაჲსი
ფსალმუნი
  1. აქებს სული ჩემი უფალსა.
  2. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
  3. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაჲ.
  4. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
  5. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა,
  6. რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე;
  7. ყვის სამართალი ვნებულთაჲ და სცის საზრდელი მშიერთა.
  8. უფალმან განჰჴსნნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
  9. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაჲ ცოდვილთაჲ წარწყმიდოს.
  10. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი-თესლადმდე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო