იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი კ 20


ფსალმუნი რმჱ 148
ალელუაჲ, ანგეაჲსი და ზაქარიაჲსი
ფსალმუნი
  1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
  2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;
  3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;
  4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
  5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
  6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
  7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
  8. ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული გრიგალისაჲ, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
  9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
  10. მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
  11. მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;
  12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
  13. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მის მხოლოჲსაი; და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა.
  14. და აღამაღლოს რქაჲ ერისა თჳსისაჲ გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო