იულიუსის კალენდრით:
27 ნოე. 2022 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი გ 3


ფსალმუნი იზ 17
დასასრულსა, მონისა უფლისა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან ყოველთა მტერთა მისთაჲსა და ჴელთაგან საულისთა და თქუა
ფსალმუნი
  1. შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
  2. უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელო ჩემო და მჴსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისაჲ და ჴელისაღმპყრობელი ჩემი.
  3. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
  4. გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
  5. სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
  6. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისაჲ და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
  7. და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
  8. აჴდა კვამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.
  9. და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.
  10. და აჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
  11. და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოჲს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
  12. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაჲ და ნაბერწყალი ცეცხლისაჲ.
  13. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.
  14. მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
  15. და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
  16. გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
  17. მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროჲს.
  18. მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
  19. და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.
  20. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთაჲსა მომაგოს მე.
  21. რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
  22. რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
  23. და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
  24. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთაჲსა წინაშე თუალთა მისთა.
  25. წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოჲსა თანა უბრალო იყო,
  26. და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუჲსა მისგან განეშორო.
  27. რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
  28. რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
  29. რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჰჴდე ზღუდესა.
  30. ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.
  31. რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
  32. ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;
  33. განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
  34. განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
  35. და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაჲ და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
  36. ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
  37. ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
  38. ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.
  39. და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
  40. და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
  41. ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი.
  42. და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისაჲ. დავთრგუნნე იგინი.
  43. მიჴსნე მე ჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე,
  44. მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე,
  45. შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
  46. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაჲ.
  47. ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
  48. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე.
  49. ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
  50. განადიდე ცხორებაჲ მეუფისაჲ და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო