იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4


ფსალმუნი კდ 24
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.
  2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.
  3. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად.
  4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.
  5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.
  6. მოიჴსენე მოწყალებათა შენთაჲ, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.
  7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო.
  8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ ყვნეს ცოდვილნი გზასა.
  9. უძღუეს მშჳდთა საშჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.
  10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.
  11. სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.
  12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;
  13. სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანაჲ.
  14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ.
  15. თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი.
  16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.
  17. ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.
  18. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.
  19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.
  20. იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.
  21. უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.
  22. იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთაგან ჭირთა მისთა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო