იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4


ფსალმუნი კვ 26
ფსალმუნი დავითისი პირველ ცხებისაჲ
ფსალმუნი
  1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?
  2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
  3. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაჲ, ამისთჳსცა მე შენ გესავ.
  4. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.
  5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე.
  6. და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხვერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
  7. ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
  8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
  9. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
  10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
  11. შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათჳს.
  12. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თჳსსა.
  13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოველთასა.
  14. დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო