იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4


ფსალმუნი კზ 27
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
  2. ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისაჲ ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.
  3. ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა.
  4. მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაჲსა; საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.
  5. რამეთუ არა გულისჴმა-ყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.
  6. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ.
  7. უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აღუვარო მას.
  8. უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებელისა თჳსისა.
  9. აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო