იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4


ფსალმუნი კჱ 28
ფსალმუნი დავითისი გამოსლვასა კარვით
ფსალმუნი
  1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.
  2. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
  3. ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაჲ ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
  4. ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდადშუენიერებით.
  5. ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
  6. და დაწულილნეს იგინი ვითარცა ჴბოჲ იგი ლიბანისაჲ, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაჲ
  7. ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაჲ.
  8. ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნოჲ და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოჲ იგი კადისაჲ.
  9. ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.
  10. უფალმან წყლითრღუნაჲ დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
  11. უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო