იულიუსის კალენდრით:
16 მარ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
29 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია), პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი დ 4


ფსალმუნი კთ 29
ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი
ფსალმუნი
  1. აგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
  2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.
  3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
  4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აღუვარებ-დით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
  5. რამეთუ რისხვაჲ არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.
  6. ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
  7. უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
  8. მე შენდაში, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
  9. რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?
  10. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
  11. მოაქციე გლოვაჲ ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაჲ ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული,
  12. რაჲთა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო