იულიუსის კალენდრით:
15 მარ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
28 მარ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ე 5


ფსალმუნი ლბ 32
ფსალმუნი დავითისი, ზედაწარუწერელი ებრაელთა შორის
ფსალმუნი
  1. იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.
  2. აღუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისაჲთა უგალობდით მას.
  3. აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
  4. რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;
  5. უყუარს წყალობაჲ და მშჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.
  6. სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს დo სულითა პირისა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი.
  7. შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღჳსათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
  8. ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.
  9. რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
  10. უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნის ზრახვანი მთავართანი;
  11. ხოლო ზრახვაჲ უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი-თესლადმდე.
  12. ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსა.
  13. ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;
  14. განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
  15. რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყვნის ყოველნი საქმენი მათნი.
  16. არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს, სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.
  17. ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
  18. აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,
  19. ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
  20. ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;
  21. რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდით.
  22. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო