იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ე 5


ფსალმუნი ლე 35
დასასრულსა მონისა უფლისა დავითისი
ფსალმუნი
  1. თქჳს უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა.
  2. რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა.
  3. სიტყუანი პირისა მისისანი - უშჯულოება და ზაკვა, არა ინება მან გულისჴმისყოფაჲ კეთილისაჲ.
  4. უშჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.
  5. უფალო, ზეცას არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ვიდრე ღრუბელთამდე;
  6. სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო,
  7. ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო, ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.
  8. დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა და ღუარი საშუებლისა შენისაჲ ასუა მათ.
  9. რამეთუ შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი.
  10. მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.
  11. ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისაჲ და ჴელი ცოდვილისაჲ ნუ შემძრავნ მე.
  12. მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი; განვარდეს და ვერღარა უძლონ დადგომად.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო