იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ე 5


ფსალმუნი ლვ 36
ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. ნუ გშურნ უკეთურთაჲ, ნუცა გშურნ მათი, რთმელნი იქმან უშჯულოებასა.
  2. რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაჲ ადრე დამოცჳვენ.
  3. ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
  4. იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისაჲ.
  5. განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;
  6. და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაჲ შენი - ვითარცა დღე შუაჲ.
  7. დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა.
  8. დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რაჲთამცა უკეთურებდი.
  9. რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
  10. და წუთღა, და არა იყოს უღმრთოჲ და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო;
  11. ხოლო მშჳდთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.
  12. უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
  13. ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
  14. მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.
  15. მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.
  16. შჯობს მცირედი მართლისაჲ, ვიდრეღა-არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
  17. რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან.
  18. იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;
  19. არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ.
  20. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კვამლი განქარდენ.
  21. ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
  22. რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.
  23. უფლისა მიერ წარემართების სლვაჲ კაცისაჲ, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.
  24. რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა.
  25. ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი - მთხოველ პურისა.
  26. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
  27. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი-უკუნისამდე.
  28. რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთაჲ მოისრას.
  29. ხოლო მართალთა დაჲმკჳდრონ ქუეყანაჲ და დაემკჳდრნენ უკუნითი-უკუნისამდე მას ზედა.
  30. პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაჲ. მისი იტყოდის მშჯავრსა.
  31. შჯული ღმრთისა მისისაჲ არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
  32. ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაჲთამცა მოკლა იგი;
  33. ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას.
  34. დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაჲ მისი, და აღგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვაჲ ცოდვილთაჲ იხილო.
  35. ვიხილე მე უღმრთოჲ უფროჲს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა
  36. და თანაწარვჰჴედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.
  37. დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისაჲ.
  38. ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
  39. ხოლო ცხორებაჲ მართალთაჲ უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
  40. და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო