იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი ლჱ 38
დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა.
  2. დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა.
  3. განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.
  4. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთაჲ რაოდენ არს, რაჲთა უწყოდი, რაჲღა მაკლს მე.
  5. ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი ვითარცა არარაჲ არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ჴორციელი.
  6. დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი.
  7. და აწ ვინ-მე არს თმენაჲ ჩემი, არათუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს.
  8. ყოველთა უშჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე.
  9. დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ.
  10. განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისაჲთა მე მოვაკლდი.
  11. მხილებათა მიერ უშჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამაო არს ყოველი კაცი.
  12. შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, უფალო, და ვედრებისა ჩემისაჲ ყურადიღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.
  13. მილხინე მე, რაჲთა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო