იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი ლთ 39
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ.
  2. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკობისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი.
  3. და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.
  4. ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.
  5. მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკჳრველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს უფროჲს რიცხჳსა.
  6. შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათჳს არა ითხოვე.
  7. მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს.
  8. ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა.
  9. ვახარე სიმართლე ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი:
  10. სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა.
  11. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე.
  12. რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთაჲ არა არს რიცხუ; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროჲს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე.
  13. გთნდინ, უფალო, ჴსნაჲ ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.
  14. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.
  15. მიიღედ მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
  16. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
  17. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო