იულიუსის კალენდრით:
13 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
26 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი მა 41
დასასრულსა, გულისჴმისყოფისათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართა წყაღთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!
  2. სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა. ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?
  3. იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
  4. ხოლო მე ესე მოვიჴსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისაჲთა და აღსარებისაჲთა, ჴმითა მედღესასწაულეთაჲთა.
  5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
  6. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.
  7. უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთაჲთა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამჴდეს.
  8. დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი; ჩემ მიერ ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.
  9. ვრქუა ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყე მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაჲთა?
  10. შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყჳედ რაჲ იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
  11. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აღუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და დმერთსა ჩემსა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო