იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი მგ 43
დასასრულსა, ძეთა კორესთაჲ გულისჴმისყიფისათჳს
ფსალმუნი
  1. ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.
  2. ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტ უყავ ერთა და განასხენ იგინი.
  3. რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრეს ქუეყანაჲ და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი, არამედ - მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.
  4. შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი.
  5. შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.
  6. რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ და არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე.
  7. რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე.
  8. ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აღუვარებდეთ უკუნისამდე.
  9. ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნე ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა.
  10. მართლუკუნ მიქციენ ჩუენ უფროჲს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.
  11. მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.
  12. მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაჲ.
  13. მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოჲსთა ჩუენთა.
  14. მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავისსახრელად ერთა შორის.
  15. მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე
  16. ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა.
  17. ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა;
  18. და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი; და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.
  19. რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან.
  20. უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაჲ და გან-თუ-ვიპყრენით ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა,
  21. არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოჲ გულისაჲ.
  22. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
  23. განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.
  24. რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?
  25. რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი.
  26. აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო