იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ვ 6


ფსალმუნი მდ 44
დასასრულსა, ცვალებადთათჳს, ძეთა კორესთაჲ, გულისჴმისყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისაჲ
ფსალმუნი
  1. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.
  2. შუენიერ სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.
  3. შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა.
  4. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი.
  5. ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.
  6. საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი-უკუნისამდე, კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ.
  7. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ; ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა.
  8. მური და შტახსი და კასიაჲ სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოჲს ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ.
  9. ასულნი მეუფისანი - პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.
  10. ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ;
  11. და გულმან-უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაჲ; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი.
  12. და თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტჳროსისმან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.
  13. ყოველი დიდებაჲ - ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად.
  14. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ.
  15. მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა.
  16. მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.
  17. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო