იულიუსის კალენდრით:
5 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
18 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ზ 7


ფსალმუნი მჱ 48
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი
ფსალმუნი
  1. ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.
  2. ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.
  3. პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმისყოფასა.
  4. მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი.
  5. რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე?
  6. რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან,
  7. ძმამან ვერ იჴსნეს, იჴსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისაჲ.
  8. და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე,
  9. და ცხოვნდეს სრულიად. არა იხილოს მან განსახრწნელი,
  10. რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობოჲ წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.
  11. და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი-თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.
  12. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
  13. ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისაჲ. მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.
  14. ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაჲ მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.
  15. ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.
  16. ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაჲ;
  17. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა.
  18. რამეთუ სული მისი ცხორებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიარო შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.
  19. შევიდეს იგი ვიდრე ნათესავამდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.
  20. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო