იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ზ 7


ფსალმუნი ნა 51
დასასრულსა გულისჴმისყოფისათჳს დავითისა, რაჟამს მოვიდა დოიკ იდუმელი და უთხრა საულსა და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აბიმელექისსა
ფსალმუნი
  1. რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე?
  2. სიცრუვესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკვაჲ.
  3. შეიყუარე სიბოროტე უფროჲს სახიერებისა და სიცრუვე უფროჲს სიმართლისა სიტყჳსა.
  4. შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისაჲ და ენაჲ მზაკვარი.
  5. ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაჲთ.
  6. იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
  7. აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თჳსითა.
  8. ხოლო მე ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე.
  9. აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, რაშეთუ ტკბიღ არს წინაშე წშიდათა შენთა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო