იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ჱ 8


ფსალმუნი ნზ 57
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს
ფსალმუნი
  1. ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ? სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო?
  2. და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ.
  3. უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოჲთგან, შესცთეს მუცლითაგან და იტყოდეს სიცრუვესა.
  4. გულისწყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისასა, ვითარცა ასპიტისა ყრუჲსა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი,
  5. რომელმან არა ისმინის ჴმაჲ მსახრვალისაჲ და წამლისაჲ მწამლველისაგან ბრძნისა.
  6. ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქვნა უფალმან.
  7. შეურაცხ-იქმნენ იგინი ვითარცა წყალი-დათხეული, გარდააცუას მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.
  8. ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის, ეგრე მოესრულნენ; დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.
  9. ვიდრე არა თანაიყოს ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი.
  10. იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაჲთა.
  11. და თქუას კაცმან, რამეთუ: არს სამე ნაყოფი მართლისაჲ; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო