იულიუსის კალენდრით:
10 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ქვაბთახევის მონასტერში წამებულ დედათა ხსენებას!


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ჱ 8


ფსალმუნი ნჱ 58
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერაჲ, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი მოკლვად მისა
ფსალმუნი
  1. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.
  2. მიჴსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და კაცთა მისისხლეთაგან მაცხოვნე მე.
  3. რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვაჲ ჩემი, უფალო;
  4. უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე, განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე.
  5. და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.
  6. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.
  7. ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?
  8. და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი.
  9. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ,
  10. ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაჲ.
  11. და ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნინენ იგინი ძალითა შენითა და დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო.
  12. ცოდვაჲ პირისა მათისაჲ სიტყუაჲ ბაგეთა მათთაჲ, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდენ.
  13. აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.
  14. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.
  15. იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტჳნვიდენცა.
  16. ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყაე მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.
  17. მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო