იულიუსის კალენდრით:
12 აპრ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ჱ 8


ფსალმუნი ჲ 60
დასასრულსა, ქებათა შინა დავითისი
ფსალმუნი
  1. შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაჲ, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.
  2. კიდითგან ქუეყანისაჲთ შენდა ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე.
  3. და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
  4. დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
  5. რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაჲ და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა.
  6. დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი-ნათესავად.
  7. დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი, ვინ გამოიძიოს იგი?
  8. ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე.
დიდებაჲ





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო