იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი ჱ 8


ფსალმუნი ჲბ 62
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა
ფსალმუნი
  1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერმე არს ჴორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
  2. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაჲთა ვიხილო მე ძალი და დიდებაჲ შენი.
  3. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაჲ შენი უფროჲს საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
  4. ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი.
  5. ვითარცა ცმელითა და სიპობითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაჲთა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
  6. უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ;
  7. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
  8. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი.
  9. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთაჴდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
  10. მიეცნენ იგინი ჴელთა მახჳლისათა, ნაწილად მელთა იყვნენ იგინი.
  11. ხოლო მეუფჱ იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო