იულიუსის კალენდრით:
27 სექ. 2024 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია


ფსალმუნნი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი თ 9


ფსალმუნი ჲდ 64
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიაჲსი და ეზეკიელისი ერისა მის მსხემობისაჲ
ფსალმუნი
  1. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაჲ იერუსალემს.
  2. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაჲ, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს.
  3. სიტყუანი უშჯულოთანი გoნძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.
  4. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაჲთა; წმიდა არს ტაძარი შენი,
  5. საკჳრველ არს სიმართლითა. შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.
  6. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა,
  7. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდენ წარმართნი,
  8. და ეშინოდის მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ.
  9. მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ.
  10. ორნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.
  11. აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისაჲ სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.
  12. განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოჲსაჲ, და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.
  13. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო