იულიუსის კალენდრით:
27 ნოე. 2022 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
10 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი თ 9


ფსალმუნი ჲე 65
დასასრულსა გალობაჲ ფსალმუნისაჲ აღდგომისათჳს
ფსალმუნი
  1. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ.
  2. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა.
  3. არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.
  4. ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
  5. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროჲს ძეთა კაცთასა,
  6. რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღ-ჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ,
  7. რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკენეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით.
  8. აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისაჲ,
  9. რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვაჲ ფერჴთა ჩემთა.
  10. რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი.
  11. შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.
  12. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად.
  13. შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი,
  14. რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.
  15. საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. * დიაფსალმაჲ
  16. მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.
  17. მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.
  18. სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.
  19. ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
  20. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაჲ ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო