იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

კანონი თ 9


ფსალმუნი ჲჱ 68
დასასრულსა, ცვალებადთათჳს, ფსალმუნი დავითისი
ფსალმუნი
  1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდადმდე.
  2. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაჲ; მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე.
  3. დავშუერი მე ღადადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.
  4. განმრავლდეს უფროჲს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.
  5. ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაჲ ჩემი და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.
  6. ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო.
  7. რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი.
  8. უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ - ძეთა დედისა ჩემისათა.
  9. რამეთუ შურმან სისხლისა შენისამან შემჭამა მე და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
  10. და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.
  11. ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაჲ და ვექმენი მათ იგავ.
  12. ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა, და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა.
  13. ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისაჲთა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებითა შენისაჲთა.
  14. მიჴსენ მე თიჴისაგან, რაჲთა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაჲსა.
  15. მე დამნთქამნ მე მორევი წყალთაჲ, ნეცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა.
  16. ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.
  17. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.
  18. მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე.
  19. რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი.
  20. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობაჲ; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოვე.
  21. და მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.
  22. იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე სხფრჴე და მისაგებელ და საცთურ.
  23. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე.
  24. მიჰფინე მათ ზედა რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ეწიენ მათ.
  25. იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი,
  26. რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს.
  27. შესძინე უშჯულოებაჲ უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა;
  28. აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.
  29. გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე.
  30. ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;
  31. და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოჲსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.
  32. იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხოვნდეს სული თქუენი.
  33. რამეთუ ესმა დავრდომილთაჲ უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა.
  34. აქებდით მას ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა.
  35. რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი;
  36. და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა.





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო