ძვ. 5 ოქტომბერი
ახ. 18 ოქტომბერი

პარასკევი
  ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანცთელისა, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელისა და არქიმანდრიტისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე (იშხნის პირველად აღმაშენებელი) და ნეტარი ილარიონი. მღვდელმთავარნი: ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსი მამა იოანე, ბაღდადს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, აბბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი), ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თევდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანცთელნი), მიქაელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი). ღირსნი დედანი - ფებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე დაყუდებული (IX); მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი - ალექსანდრიელ ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახლ. 344); წმინდათა: პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა