იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
კითხვა-პასუხი
117- ლელა ( თბილისიდან ) 2007-04-01 : რომელ დღეს ტარდება 12 სახარების კითხვა
პასუხი ლელას: ტაძრის წინამძღვარი ადგენს თუ რომელ დღეს ჩატარდება - შოთა ( თბილისიდან ) 2007-03-30 : თუ გაგიგიათ წმინდანი სახელად შოთა, შოთა რუსთაველი თუ არის წმინდანთა სიაში? წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის
პასუხი შოთას: შოთა რუსთაველი წმინდანად არ არის შერაცხული, ამიტომ არც წმინდანთა დიპტიქშია შეტანილი. ზოგიერთი ასეთ შემთხვევაში 11 (24) დეკემბერს მოხსენიებულ ყოველთა საქართველოში წამებულთა დედათა და მამათა ნაგულისხმევ სახელებს იყენებს - tamari(tako) ( tbilisiდან ) 2007-03-28 : guramis kitxvas minda upasuxo.ra tqma unda uketesi iqneba chaabarot napovni nivti.tumca aqamde xshir shemtxvevashi gverds uvlidi me...ase rom,tu ar daizarebt uketesia chabareba.
პასუხი tamari(tako)ს: არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ გვერდის ავლით შესაძლოა პატრონმა მიაგნოს, როცა აღმოაჩენს ნივთის დაკარგვას. გააჩნია სიტუაციას. - გურამი ( თბილისიდან ) 2007-03-25 : ჩვენთან არს ღმერთი!მოგესალმებით !ასეთი შეკითხვა მაქვს ყველასთან:რომელი უკეთესი იქნება ,ქუჩაში ნაპოვნი ნივთი აიღო და დაკარგული ნივთების ბიუროში ჩააბარო,თუ მას საერთოდ გვერდი აუარო? პატივისცემით გურამი.
პასუხი გურამის: ალბათ ჩაბარება ჯობია, თუ ამის დრო გაქვთ. - დარეჯანი ( თბილისიდანდან ) 2007-02-19 : ძალიან გთხოვთ შეძლების მიხედვით მიპასუხოთ:საპატრიაქოს ტელევიზიით თუ გადმოიცემა ანდრია კრიტელის კანონის კითხვა და რომელ საათზე? გმადლობთ.
პასუხი დარეჯანს: ვერაფერს გეტყვით. დაუკავშირდით საპატრიარქოს პრესცენტრს. - დარეჯანი ( თბილისიდან ) 2007-01-06 : პირველ რიგში მოგილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და სათნოებას, გფარავდეთ უფალი. მაინტერესებს¡ ჩემს სახელთან დაკავშირებული წმინდანი, თუ ასეთი არსებობს ან რომელ წმინდანს უნდა მივმართო დილის ლოცვების დროს. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი დარეჯანს: თქვენც გილოცავთ შობას! მრავალს დაესწარით!
წმინდანი სახელად დარეჯანი არ არის წმინდანთა ნუსხაში. თუმცაღა ზოგიერთი, ასეთ შემთხვევაში 11(24) დეკემბერს მოხსენიებულ ყოველთა წმინდანთა საქართველოში წამებულთა დღეს ნაგულისხმევ წმინდანთა სახელებს ირჩევს. პირადად ჩემი აზრით ადამიანმა უნდა მიმართოს იმ წმინდანს მეოხებისთვის, რომელსაც სურს, დილით იქნება ეს ღამით თუ სხვა ნებისმიერ დროს. - tamari(tako) ( tbilisiდან ) 2007-01-03 : kvelas mogesalmebit...dzalian mainteresebs,tu shegidzliat momatsodot mcire inpormacia (tundac teleponis saxit)dedata monastrebis shesaxeb,romlebic(an romelic) axlosaa tbilistan an tundac tbilisshia.tu ar vcdebi mcxetashic arsebobs aseti monasteri.tu sheidzleba,rac axlos iqneba mit uketesi...dzalian minda ramodenime(2,3,4) dgit movinaxulo dedata monasters da davhko iq mcire xanit mainc...TSINASTSAR DIDI MADLOBA DAXMAREBISATVIS ! ! !
პასუხი tamari(tako)ს: დედათა მონასტერი თბილისში არის მეტეხთან ახლოს, დარეჯანის სასახლეში (ფერიცვალების სახელობის). თბილისთან ახლოს ალბათ მცხეთის სამთავრო და მცხეთამდე არ მისული რუსული წმინდა ოლღას მონასტერია. სხვა ვერაფერი გავიხსენე ან არ არსებობს. - irakli 2006-09-14 : msvidoba. machukes cigni "bibliis enciklopedia", erttomeuli, meore gamocema, 1997-2003clebi. gamomcemelia "gaertianebuli bibliuri sazogadoebebi, saqartvelos carmomadgenloba", erterti avtoria malxaz songulashvili. tu icit rame arakanonikuri tu ikneba am cignshi? cinascar didi madloba
პასუხი irakliს: რაც შეეხება "ბიბლიის ენციკლოპედიას" წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ის ფაქტორი, რომ ერთ-ერთი ავტორი მალხაზ სონღულაშვილი გახლავთ, სავსებით საკმარისი მიზეზია, რომ წაკითხვაზე უარი ვთქვა. მალხაზ სონღულაშვილი გახლავთ სექტანტი (არ ვიცი სხვა მალხაზ სონღულაშვილიც თუ არსებობს). და რა უნდა განმარტოს სექტანტმა ბიბლიიდან, რომ სულიერი სარგებელი მოუტანოს მორწმუნეს. მისი წაკითხვა მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით შეიძლება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სექტანტთა შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე გაინტერესებთ მხილების მიზნით.
იმედია თქვენ მართლმადიდებელი ბრძანდებით. ასეთ შემთხვევაში ვგონებ იმის ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუ რა სულიერი ზიანის მოტანა შეუძლია სექტანტთა თუ ერეტიკოსთა ნაშრომებს. - irakli 2006-09-12 : mSvidoba. ra Zala aqvs xatze gadacemas?
პასუხი irakliს: ხატზე გადაცემა იგივეა რაც წყევლა, შეჩვენება. ის ფორმა რაც გავრცელებულია არსწორია, ვინაიდან ძირითადად პირადი წყენის ან ანგარების მიზნით ხდება ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც წყევლაა. როგორც ასეთი, ტერმინი "ხატზე გადაცემა", ჩემთვის უცნობია როდის დამკვიდრდა, მაგრამ იგი გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნების (შესაძლოა გვარისაც კი) მღვდელმსახურის მიერ შეჩვენებას, რასაც უთუოდ დიდი ძალა აქვს. სახარებაში წერია "რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16.19; 18.18)
მაინც გირჩევთ გაესაუბროთ მღვდელმსახურს ამ თემაზე. - მარიამი ( თბილისიდან ) 2006-11-20 : რამდენად მისაღებია მართმადიდებელი ქრისტიანისთვის პლასტიკური ბარათები?
პასუხი მარიამს: მიუღებელი რა არის? თუ გულისხმობთ რუსეთში გავრცელებულ აზრს HHH-ის შესახებ, ეგ განსჯის საგანია, ვინაიდან ციფრების კომბინაცია სამი 6-იანი არის არა მარტო ბარათებში, არამედ ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ პლასტიკური ბარათით თუ ნაღდი ფულით. მსგავსი კომბინაციები არის სხვა შემთხვევებშიც, გააჩნია როგორ აღვიქვამთ მას, როგორც ციფრს თუ მისტიურ დატვირთვას მივანიჭებთ. მეორე შემთხვევა (მისტიური მნიშვნელობა), სადღაც საშიშიც არის იმ გაგებით, რომ 1666 წელს ამ ნიადაგზე მოხდა განხეთქილება, ვინაიდან ამ წელიწადს განხეთქილნი აღიქვამდნენ, როგორც ქვეყნიერების დასასრულის წელიწადს. ხოლო როგორც დღეს ვხედავთ, ქვეყნიერება ჯერ არ დასრულებულა.
ერთი შეხედვით არასასიამოვნოა და ცუდ ასოციაციას იწვევს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც იოანეს გამოცხადებაში წერია სამ 6-იანზე. ჩემი აზრით მისაღებია იმდენად, რამდენადაც მისაღებია ფულის ბანკნოტი.
ის რაც მიუღებელი იქნება, არ დაიმალება. უბრალოდ არ ვიცით როდის დადგება ეგ დრო.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად