იულიუსის კალენდრით:
3 აპრ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
16 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


კითხვა-პასუხი

115
  1. ema ( zugdidiდან ) 2012-06-11 : petre-pavlobis marxva tevzit xsnilia?
    პასუხი emaს: შაბათ-კვირას, ტაძრის დღესასწაულზე და იოანე ნათლისმცემლის შობას (ძვ. 24 ივნისი. ახ. 7 ივლისი). უმჯობესია სასულიერო პირს გაესაუბროთ.
  2. ზურაბი ( სამტრედიადან ) 2012-03-29 : მაინტერესებს ცმინდა ზურაბის ცხოვრება
    პასუხი ზურაბის: წმინდა ზურაბი, არის ნაგულისხმევი. 24 დეკემბერს მოიხსენიება ვინც კი ეწამა საქართველოში. სავარაუდოდ შესაძლოა მათ შორის ყოფილიყო ზურაბიც. ამიტომ ზურაბი არ არის კონკრეტული წმინდანი, რომლის ცხოვრებაც შეიძლება ვინმემ იცოდეს.
  3. თათია ( ბათუმიდან ) 2012-02-26 : თქვენი რჩევა მჭირდება, გთხოვთ მიპასუხოთ. აღსარების ჩაუბარებლად,ზიარების მიღების გარეშე შეიძლება მარხვა დავიცვა?? ჩამეთვლება...
    პასუხი თათიას: მსგავსი შეკითხვებით მიმართეთ სასულიერო პირს.
    ჩემი აზრით მარხვის შენახვა უკვე სურვილია ადამიანმა დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება და რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს ეკლესიასთან ურთიერთობას და შესაბამისად სასულიერო პირთან და მრევლთან ურთიერთობას. ამიტომ თავიდანვე ამ ურთიერთობით დაიწყოთ გირჩევთ.
    "ჩათვლას" რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვით. რა უნდა ჩაგეთვალოთ და ვის წინაშე? ვის წინაშეც უნდა ჩაგეთვალოთ ის განსაზღვრავს კიდეც

  4. დემური ( თბილისიდან ) 2012-02-05 : აღდგომის გამოთვლებში თქვენ დაუშვით შეცდომა. კერძოდ არ ითვალისწინებთ რომ თუ ნულებით დაბოლოებულია წელი, ის მხოლოდ მაშინაა ნაკიანი ახალი სტილის კალენდრისათვის თუ ეს წელი უნაშთოდ იყოფა 400-ზე.
    აქედან გამომდინარე 2100 წლის აღდგომა იქნება არა 2100წლის პირველ, არამედ ორ მაისს.

    პასუხი დემურის: 2100 უნაშთოდ 400-ზე არ იყოფა. ვღებულობთ 5-ს და ნაშთი გვრჩება 100. უნაშთოდ იყოფა 2000 2400 2800 წლები. ასე რომ 1 დღეღამის დამატება და 2 მაისი არაფერ შუაშია.
    ნაკიან წელიწადის დადგენა 400-ზე გაყოფით, ეგ გრიგოლის (გრიგოლიანური) კალენდრის კიდევ ერთი ლაფსუსია, სამწუხაროდ გვიწევს გრიგოლის (გრიგოლიანურ) კალენდართან შეთავსება. სკრიპტი ითვლის 1901 წლიდან 2200 მდე.
    რატომ? იმიტომ რომ 2200 წლისთვის უნდა მოხდეს 1 დღეღამის დამატება გრიგოლის (გრიგოლიანურ) კალენდარში და სხვაობა უნდა გამოცხადდეს 14 დღეღამე. ჩემი ვარაუდით უკვე დასამატებელია 1 დღეღამე, რადგან სხვაობა უკვე შეადგენს 14 დღეღამეს და არა 13-ს. მაგრამ ვიდრე საეკლესიო გადაწყვეტილება არ მოხდება კრებით, ამ ცვლილების შეტანის უფლება არ მაქვს!

  5. ლალი ( თბილისიდან ) 2011-12-10 : რა იცით უსანეთობის შესახებ.რას ნიშნავს უსანეთას სტელა?
    პასუხი ლალის: რამდენადაც ვიცი უსანეთობა ხალხური გიორგობის ერთერთი სახელწოდებაა. კერძოდ ქართლში. ისევე როგორც გერისთობა და ატოცობა.
    რაც შეეხება "უსანეთას სტელა"-ს, არ გამიგია.

  6. თამარი ( თბილისიდან ) 2011-11-18 : მაინტერესებს თბილისის ყველა ტაძრების შესახებ თუ არის რომელიმე საიტზე ინპორმაცია და რომელზე?
    პასუხი თამარის: შედით google.ge საძიებო ველში ჩაწერეთ თბილისის ტაძრები
  7. თამარი ( თბილისიდან ) 2011-11-17 : ძალიან მაინტერესებს წმინდა იოანე რუსის ცხოვრება,და თუ არის მისი დაუჯდომელი ან პარაკლისი.
    პასუხი თამარის: ცხოვრება რუსულად
    იოანე რუსისადმი მიძღვნილი საიტი

  8. ნინო ( თბილისიდან ) 2011-09-28 : 2005 წლის შემდეგ შეცვლილია რამდენიმე მონასტრის წინამძღვარი და წევრები. სასურველია საიტზე დაზუსტებული მონაცემები დაიდოს.პატივისცემით ...
    პასუხი ნინოს: ჩვენს საიტზე მონასტრის წინამძღვრებზე და წევრებზე ინფორმაცია არ დევს
  9. რუსიკო ( ქუტაისიდან ) 2011-05-06 : გილოცავტ გიორგობას საწირო საიტია.მაინტერესებს ინფორმაცია ნაზარეტის მტისსალოცავებზე
    პასუხი რუსიკოს: საძიებო სისტემებით მოძებნეთ.
    შენიშვნა: თუ არ იცით როგორ აკრიფოთ ქართული ესა თუ ის ასო, გამოიყენეთ ვირტუალური კლავიატურა, რომელიც თვალნათლივ ჩანს.

  10. LUKA 2011-04-22 : მსურს იმ თითოეული დღესასწაულის განმარტება რასაც მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს თუ არის ამის საშუალება წინასწარ დიდი მადლობას
    პასუხი LUKAს: ინტერნეტში ალბათ იქნება რესურსი. ჩვენს საიტზე, ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი, თუმცაღა ყურადსაღებია. მადლობა იდეისთვის.
[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-114] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო