იულიუსის კალენდრით:
10 სექ. 2021 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
23 სექ. 2021 წ.
მინი ვერსია


Car rental kato gouves crete www.thenewrentcar.com.

კითხვა-პასუხი

113
  1. ნესტანი ( თბილისიდან ) 2011-02-01 : ჩემს საიტზე დავაყენე თქვენი კალენდარი! და ძალიან მჭირდება რომ ტექსტის ასოები იყოს თეთრ ფერში. იქნებ მიმითითოთ როგორ შევუცვალო ასოებს ფერი? გმადლობთ!
    პასუხი ნესტანის: ტექსტი გამოჩნდება იმ ფერში, რა ფერიც გაქვთ მითითებული თქვენი საიტისთვის.
    რაც შეეხება ბმულის (ლინქის) ფერებს, მხოლოდ იმ ფერების შეცვლა შეგიძლიათ, რომელიც მითითებულია ამ გვერდზე აქ

  2. ნატო ( ქუთაისიდან ) 2011-01-13 : სად შეიძლება ვნახო პატრიარქის 2010 წლის 3 იანვრის ქადაგება,რომლის გადმოწერასაც შევძლებ.ერთსულოვნებ ის საიტიდან გადმოწერა არ ხერხდება
    პასუხი ნატოს: ვერ გეტყვით. იქნებ "ერთსულოვნების" ადმინისტრაციას მიწეროთ
  3. ელენე ( tbilisiდან ) 2010-12-05 : კითხვებს ვინ პასუხობს? :)
    პასუხი ელენეს: გადადით ამ გვერდზე! იქ გარკვევით წერია თუ ვინ პასუხობს.
    კერძოდ იხილე: უცნობი ( გორიდან ) 2008-03-31 და გიორგი ( თბილისიდან ) 2008-03-15

  4. ჯილდა ( ქუთაისიდან ) 2010-11-05 : გამარჯობა!საკურთხი 6ნოემბერს უნდა გავაკეთო თუ 8 ში
    პასუხი ჯილდას: თუ მიცვალებულისთვის გულისხმობთ, მიცვალებულთა ხსენება 6 შია.
    8 რა შუაშია ვერ გავიგე.
    რაც შეეხება მიცვალებულის სულის საოხად საკურთხის კეთებას, პანაშვიდის გადახდას თუ წირვის დაყენებას, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრწყინვალე შვიდეულის გარდა.
    მიცვალებულთა დღეები არის მათი მოხსენიებისთვის განსაკუთრებული დღე.

  5. გივი ( თბილისიდან ) 2010-06-07 : ძველი ბიზანტიური გალობების შეძენა ან მოსმენა სად სჰეიზლება?
    პასუხი გივის: საძიებო სისტემებით მოძებნეთ. ჩვენც ვაპირებთ განთავსებას.
  6. გიორგი ( ოზურგეთიდან ) 2010-05-28 : დღეს 28 მაისია და კალენდარი აჩვენებს რომ დღეს 13 მაისია!!!
    პასუხი გიორგის: კომპიუტერში გაქ თარიღი არეული და მაგიტომ. ნახე კარგად კომპიუტერი რა თარიღს აჩვენებს და გაასწორე. რასაც შენი კომპიუტერი აჩვენებს ის აისახება საიტზეც.
  7. გურამი ( ზესტაფონიდან ) 2010-05-27 : გთხოვთ, მიპასუხოთ ან მიმითითოთ სად მოვძებნო, თუ როგორ უნდა გაკეთდეს მიცვალებულისათვის საკურთხი დაკრძალვის შემდეგ მარხვით და ხსნილით, რა არის აუცილებელი საკურთხსათვის? ვგულისხმობ კოკორს, წანდილს და ა.შ.
    პასუხი გურამის: სასულიერო პირს გაესაუბრეთ.
  8. გიორგი ( ოზურგეტიდან ) 2010-05-27 : კალენდარში არაეულია თარიღი!
    პასუხი გიორგის: გთხოვთ, მიუთითეთ რომელი
  9. გიორგი ( ოზურგეტიდან ) 2010-05-27 : მოგესალმებით!ძალინ კარგი საიტი გფარავდეთ ღმერთი!!!იქნებ შეასწოროთ კალენდარი!!
    პასუხი გიორგის: გთხოვთ მიუთითოთ კონკრეტულად რაა შესასწორებელი.
  10. ბადრი ( წყალტუბოდან ) 2010-05-21 : გამარჯობა! პირველ რიგში მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენი შრომისა გამო. შემთხვევით რაღაც უზუსტობა ვნახე და გატყობინებთ: 22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება (აღმოყვანება წმ ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087)) და კალენდარი არ აჩვენებს.
    პასუხი ბადრის: შეგნებულად არ არის შეტანილი. თუ წაიკითხავთ ნახავთ, რომ მაგ დღეს მოხდა წმინდა ნიკოლოზის ნაწილების მოპარვა პაპისტების მიერ. დღესასწაულად კი გამოცხადდა რუსეთში უნიატების ზეწოლით. საქართველოში და სხვაგან არ იდღესასწაულებოდა.
    იხილე სადღესასწაულო.

[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-112] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli.ge shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო


© საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას დაგვიკავშირდით ან მიუთითეთ პირველწყარო.