იულიუსის კალენდრით:
12 ივნ. 2024 წ.

სამშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
25 ივნ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ხსენებას!


კითხვა-პასუხი

116
  1. ამირანი ( სამტრედიადან ) 2009-02-05 : ვეძებ ფილმს ,,მოგზაურობა წმინდა მიწაზე''. შეგიძლიათ მიმითითოთ საიტი საიდანაც შევძლებ გადმოწერას?
    პასუხი ამირანს: ვერ გეტყვით.
  2. ნატო ( ქუთაისიდან ) 2009-01-21 : გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებაა 18 იანვარს და 19 იანვარს ნაკურთხ წყ ლებს შორის და მრავლდება თუ არა 18 იანვარს ნაკურთხი წყალი
    პასუხი ნატოს: ნაკურთხი წყლის გამრავლება ჩვეულებრივად შეიძლება. სხვაობა რამდენადაც ვიცი არანაირი.
  3. mariami ( chiaturidanდან ) 2009-01-20 : didi madlloba am saitis sheqmnistvis.mainteresebs saitze tu aris an sad vnaxo chemi mparvelis menelsacxeble dadis mariam magdalinelis xati?
    პასუხი mariamiს: მომწერეთ აქედან თქვენ ელ-ფოსტა და ვეცდები მოგიძებნოთ და გამოგიგზავნოთ. ან მოძებნეთ საძიებო სისტემებით. მაგალითად: google.ge
  4. დათო ( თბილისიდან ) 2008-12-05 : ჩემმა ახლობელმა ვაჟმა, რომელიც ახლა XI კლასის მოსწავლეა, გადაწყვიტა სწავლა განაგრძოს სასულიერო სემინარიაში და სამომავლოდ მღვდლობასაც აპირებს. ამას დედამისი დიდი დანანებით შეხვდა. იმ მოტივით, რომ თურემ მე ბავშვზე დიდი გავლენა მქონია, დედამისი მთხოვს, რომ აზრი როგორმე შევაცვლევინო და სხვა პროფესიისაკენ, მაგალითად, ბიზნესმენობისაკენ ვუბიძგო. მე სულაც არ ვიწუნებ ბავშვის არჩევანს, თუმცა დედამისს რომ არ ეწყინოს, ჩემ აზრს პირდაპირ ვერ ვეუბნები და ვპასუხობ, რომ მისი თხოვნის შესრულება გამიჭირდება. დედამისი მაინც ჩემზე ამყარებს იმედს. როგორ მოვიქცე?
    პასუხი დათოს: ზემოხსენებული პრობლემა უმჯობესია უშუალოდ სასულიერო პირთან გაარკვიოთ.
  5. დათო ( თბილისიდან ) 2008-11-13 : სამების ტაძარი სასაფლაოზეა აშენებული
    პასუხი დათოს: სასაფლაოზე აშენებულია მრავალი ტაძარი. თბილისში: პეტრე-პავლეს ტაძარი, ვერის სასაფლაოზე პანტელეიმონის ტაძარი და სხვა.
  6. ნათელა ( თბილისიდან ) 2008-10-31 : ლოცვისას შვილებთან ერთად, ანუ შვილებად შეიძლება თუ არა მოვიხსენიო სიძის ან რძლის სახელები, ანალოგიურად მშობლების სახელებთან ერთად დედამთილ-მამამთილის სახელები.გმადლობთ გულისხმიერებისათვი
    პასუხი ნათელას: რამდენადაც ვიცი ვიცი შეიძლება.
  7. ნუგზარი ( თბილისიდან ) 2008-10-30 : #145 კითხვასთან დაკავშირებით, მე მაინტერესებდა წმინდანებად შერაცხული პირების: ნუგზარისა და ლევანის შესახებ ვრცელი ინფორმაციის გაცნობა. ვინ იყვნენ ისინი, როდის, სად მოღვაწეობდნენ და რა ღვაწლის გამო იქნენ წმინდანებად შერაცხული. სად შემიძლია ასეთი ინფორმაციის მოძიება.
    პასუხი ნუგზარს: პასუხი გაცემულია. უფრო დავაკონკრეტებ, 24 დეკემბერს ჩამოთვლილი სახელები, არის ნაგულისხმევი და არა კონკრეტული პირების სახელები. ანუ არის ხსენება ყვალა იმ წმინდანისა ვინც საქართველოში ეწამა ქრიატესთვის.
    თუ უფრო კონკრეტული პასუხი გნებავთ, უმჯობესია მიმართოთ სასულიერო პირს, ან რელიგიაში გარკვეულ პიროვნებას.

  8. mimoza ( Tbilisiდან ) 2008-10-26 : arsebobs Tu ara cminda lizac xati
    პასუხი mimozaს: რამდენადაც მე ვიცი, არა.
  9. მარინე ( თბილისიდან ) 2008-10-22 : ვიცი, რომ ნოემბერში ( 8 ) არის მიცვალებულთა მოსახსენებელი დღე. თქვენ მითითებული გაქვთ, რომ ეს დღე არის 8 ნოემბრის წინა შაბათი. თვითონ 8 ნოემბერი დაემთხვა შაბათ დღეს. ამ შემთხვევაში როდის იქნება: 1-ში თუ 8-ში.
    პასუხი მარინეს: მიცვალებულთა ხსენება არის დიმიტრის შაბათს, ახალი სტილით, ამაწლის 1 ნოემბერს.
  10. მამუკა ( ხაშურიდან ) 2008-10-21 : მაინტერსებს, გრიგოლ ხანცთელის ბიოგრაფია, რომელიც გასაგები იქნება 10 წლის ბავშვისათვის.
    პასუხი მამუკას: სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
[1-10] [11-20] [21-30] [31-40] [41-50] [51-60] [61-70] [71-80] [81-90] [91-100] [101-110] [111-115] 





ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო