იულიუსის კალენდრით:
25 ნოე. 2022 წ.

ხუთშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
08 დეკ. 2022 წ.
მინი ვერსია


ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 8

პავლეს ეპისტოლენი
  1. ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა,
  2. წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.
  3. რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაჲცა უღირს მასცა, რაჲთა აქუნდეს რაჲმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თჳსისათჳს.
  4. რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელი, ყოფილთა მათ მღდელთა შემწირველთა, მსგავსად შჯულისა, მსხუერპლთა,
  5. რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისაჲსა მას, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იხილე და ქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენეს შენ მთასა ზედა.
  6. ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუა-მდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულ-დებულ არს.
  7. რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი.
  8. რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი.
  9. არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათდა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყჳს უფალი.
  10. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
  11. და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე.
  12. რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე,
  13. რაჟამს-იგი თქუას: „ახალიო“, დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


ყველაფერი ოჯახისთვის betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო