იულიუსის კალენდრით:
7 აპრ. 2024 წ.

შაბათი
გრიგოლის კალენდრით:
20 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელის გალობას!


ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 5

პავლეს ეპისტოლენი
  1. იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი,
  2. და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად.
  3. ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმინდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა,
  4. და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ.
  5. და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
  6. ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ ამისთჳს მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა.
  7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათდა,
  8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,
  9. რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
  10. გამოიცადეთ, რაჲ-იგი არს სათნო უფლისა,
  11. და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა ამხილებდითცა.
  12. რამეთუ, რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა.
  13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს,
  14. რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.
  15. ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი;
  16. გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან.
  17. ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ.
  18. და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,
  19. ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა.
  20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.
  21. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.
  22. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა.
  23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.
  24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა.
  25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს,
  26. რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა,
  27. რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო.
  28. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს.
  29. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა,
  30. რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი.
  31. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
  32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა.
  33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო