იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!
კორინთელთა მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი
პირველი
თავი 6
- იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ, განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროისღა წმიდათა წინაშე?
- არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა?
- არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა?
- უკუეთუ ამის სოფლისა სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის, ესენი დასხენით?
- საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა?
- არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე.
- აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების? რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების?
- არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.
- ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,
- არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.
- და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.
- ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.
- საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს.
- ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა.
- არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!
- არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
- ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს.
- ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.
- არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?
- რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად