იულიუსის კალენდრით: 1 ოქტ. 2024 წ. |
✠ ორშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 14 ოქტ. 2024 წ. |
გილოცავთ სვეტიცხოვლობას; საფარველს ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და ხსენებას: მოციქულთასწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. წმინდისა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა. წმინდისა მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა!
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი
მეორე
თავი 2
- ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,
- და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.
- შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.
- არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.
- და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.
- მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.
- სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.
- მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,
- რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
- ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
- სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ.
- უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ.
- უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც.
- ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.
- ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.
- ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა,
- და სიტყუამან მათმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოვოს. რომელ არიან ჳმენოს და ფილიტოს,
- რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა.
- ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“.
- სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ.
- უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამათგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან, წმიდა და საჴმარ უფლისა, ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა განმზადებულ.
- ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა.
- ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი.
- ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო,
- მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა,
- და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა.
ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად