იულიუსის კალენდრით:
6 აპრ. 2024 წ.

პარასკევი
გრიგოლის კალენდრით:
19 აპრ. 2024 წ.
მინი ვერსია


ტიტეს მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქულისა პავლესი

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა

თავი 2

პავლეს ეპისტოლენი
  1. ხოლო შენ იტყოდე, რომელი შუენის სიცოცხლისა მას მოძღურებასა:
  2. ხუცესნი ფრთხილ იყვნედ, ღირს, წმიდა, ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა;
  3. მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ,
  4. რაჲთა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე,
  5. წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის.
  6. ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ.
  7. ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ,
  8. სიტყუაჲ ცოცხალი, უგმობელი, რაჲთა წინააღმდგომსა მას ჰრცხუენოდის და რაჲთა არა აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა.
  9. მონანი თჳსთა უფალთა დაემორჩილნედ და ყოველსა შინა სათნო ეყვნედ, ნუ სიტყჳს-მგებელ.
  10. ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებედ კეთილსა, რაჲთა მოძღურებაჲ იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ შეამკონ ყოვლითა.
  11. რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა
  12. სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა
  13. და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,
  14. რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ურჩულოებისა და განმწმიდნეს თავისა თჳსისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა საქმეთა.
  15. ამას ეტყოდე და ნუგეშის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა, ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ.

ახალი აღთქმა     ძველი აღთქმა



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო