იულიუსის კალენდრით: 27 სექ. 2024 წ. |
✠ ხუთშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 10 ოქტ. 2024 წ. |
ლოცვანი დღის 12 საათზე
მამაო ჩვენო...
ფსალმუნი 90
1 . რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსა განისუენოს.
2 . ჰრქუას უფალსა: ჴელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3 . რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთაჲსა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
4 . ბეჭთსაშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
5 . არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6 . ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუადღისა.
7 . დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და - ბევრეულნი მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8 . ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაჲ იხილო.
9 . რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძჳრი და გუემაჲ არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.
დიდება... აწ და... ალილუია... (3-გზის)
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა. ამინ!
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად