იულიუსის კალენდრით:
26 სექ. 2024 წ.

ოთხშაბათი
გრიგოლის კალენდრით:
09 ოქტ. 2024 წ.
მინი ვერსია
გილოცავთ მიცვალებას წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა!
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)


ლოცვანი ღამის 12 საათზე

მამაო ჩვენო...

ფსალმუნი 133

1. აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა.
2. ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.
3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.

დიდება... აწ და... ალილუია... (3-გზის)

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით. იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათჳს, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა, და ხმობდე: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ!


სარჩევი



ვუძღვნი დედის ნათელ ხსოვნას. გთხოვთ მოიხსენიოთ მანანას სული!


თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად


betaneli shop.betaneli.ge სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო