იულიუსის კალენდრით: 26 სექ. 2024 წ. |
✠ ოთხშაბათი |
გრიგოლის კალენდრით: 09 ოქტ. 2024 წ. |
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ჩამოსვენებას საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989 წ.)
ლოცვანი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „აღმადგინებელის“ მიმართ
მეოხია, სხვადასხვა სნეულებათაგან განკურნებისა.
ტროპარი, ჴმა 1
ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღმრთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩვენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.
ლოცვა
ჵ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა აღმატებულო და ყოველთა წმიდათა უწმიდესო, შეგივრდებით და თაყუანის-გცემთ შენ წიანშე ყოვლადპატიოსნისა და განმაკურნებელისა ხატისა შენისა, მომჴსენებელნი შენისა საკვირველისა გამოცხადებისა წინაშე ბიკენტისა მგალობელისა და მხურვალედ გევედრებით შენ, ძლიერსა მეოხსა და შემწესა ერისა შენისასა, ვითარცა ოდეს მგალობელი იგი აღადგინე, აწცა სულნი და ჴორცნი ჩვენი, მრავალგუართა ვნებათა და ცოდვათა მიერ მოწყლულნი, განკურნენ. ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა, მწუხარებისა და საშჯელისა საუკუნოჲსა, ურწმუნოებისა და სწავლათაგან სულთა განმხრწნელთა მიჴსნენ ჩვენ. ყოველთა უსხეულოჲსა, მაცთურისა და კადნიერისა მტერთაგან დამიცვენ, ჩვენ, ქრისტეანობითნი აღსასრულნი უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი მომმადლენ და მიმთხუევასა ზიარებასა წმიდისა საიდუმლოჲსა ღირს მყვენ. წარმადგინენ შეუორგებელად მარჯვენით კერძო წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ღმრთისასა და სმენად ნეტართა ბრძანებათა მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქუენ სასუფეველი დასაბამითგან ქუეყანისა ამისა.
ლოცვა 2
მიიღე, ჵ, ყოვლადკურთხეულო, ყოვლადძლიერო დედუფალო ღმრთისმშობელო, შენდა შეწირულნი ცრემლით ვედრებანი ესე ჩვენ უღირთა მონათა ამათ შენთა - მრავალთა განმკურნებელისა ხატისა შენისა მომართ გალობისა შემსხმელთაგან, რამეთუ ხარ შენ ჩვენ შორის და შეისმენ ლოცვათა ჩვენთა, რომელი აღუსრულებ ვედრებათა ყოველთა მვედრებელთა, აღუსუბუქებ ტანჯვათა, მიჰმადლებ სიმრთელესა უძლურთა, აღადგინებ ყოველთა განღრვეულთა და დავრდომილთა, განასხამ ეშმაკთა, საშჯელთაგან განათავისუფლებ ჩაგრულთა, განსწმედ კეთროვანთა, შეიწყალებ ყრმათა: ეგრეთვე, დედუფალო ღმრთისმშობელო, განხსნი საკვრელთაგან და ვნებათაგან მრავალთა განჰკურნებ ყოველთა: შესაძლებელ არს ყოველი მეოხებისა შენისათჳს წინაშე ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩვენისათა, ჵ, ყოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო! ნუ დააცადებ ლოცვასა ჩვენ უღირსთა მონათა ამათ შენთათჳს, რომელნი გადიდებენ შენ, აღგიარებ შენ, თაყუანისგცემენ შენ ყოვლადპატიოსნისა გამოსახულებისა შენისა მიერ და მათ მიმართცა, რომელთა აქვს სასო შეურყეველი და სარწმუნოება შეუორგულებელი შენდა - მარადის ქალწულის და უხრწნელისა მომართ, ამინ!
ხატი „მკურნალი-აღმადგინებელი“ ქართლში წილკნის ეკლესიაში იმყოფებოდა.
XVIII ს-ში კი იმავე სახელწოდების ხატი განდიდდა ნოვგოროდის ეკლესიაში, სადაც მგალობელი განიკურნა. ამ კაცს ენა ულპებოდა, მაგრამ არ შეწყვიტა ჩვეული ლოცვა ხატის წინაშე. უცებ მან იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს უხმობდა და მისდამი აღავლენდა მგალობლის ლოცვას, მალე თჳთ ღმრთისმშობელიც გამოჩნდა და აღადგინა სნეული.
თუ მოგწონთ პროექტი და გსურთ ფინანსური თანადგომის გაწევა, შემოწირულობები გასაკეთებლად იხილეთ ეს გვერდი
კარგი და იაფი ჰოსტინგი საიტების განსათავსებლად